|
2016-10-06 16:35:09, 1390 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს
საქართველო გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს, რაც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესზე გახდა ცნობილი, სადაც ამ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოების: ადმინისტრაციული საბჭოს (CA) ორმოცი და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ორმოცი წევრი სახელმწიფოს არჩევნები გაიმართა, რომლებშიც საქართველომ პირველად წარადგინა თავისი კანდიდატურა. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესი 7 ოქტომბერს დასრულდება. მის მუშაობაში ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)