|
2015-03-16 14:50:48, 1151 ნახვა
ეკონომიკა
2015 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების ნაკადები 21%-ით შემცირდა
2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 82.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22.7 მლნ აშშ დოლარით (47.4 მლნ ლარით), ანუ 21.7 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით,უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა. ასევე, 2015 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (30.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (22.1 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)