23:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 10:55:53, 944 ნახვა

რეგიონი
აჭარაში განთავსების ადგილთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

2016 წელს, აჭარას 1 526 საწოლი ადგილი შეემატა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იან ზრდას გულისხმობს.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე წელს გაიხსნა ისეთი ხუთვასკვლავიანი სასტუმროები, როგორებიცაა „კასტელო მარე“ და სასტუმრო „ეიფორია“.

„აღნიშნული პროექტებით რეგიონში 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გარდა 5 ვარკლავიანი სასტუმროებისა  აჭარას შეემატა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი სასტუმროებიც, როგორებიცაა „ერა პალასი“, „მარსელი“ და სასტუმრო „მგზავრები“-ს ახალი შენობა გონიოში.

რეგიონში ყოველწლიურად მზარდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების ტურისტზეა გათვლილი. 2016 წლის მონაცემებით, აჭარაში 348 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 18 277 საწოლი ადგილია. მათ შორისაა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები როგორებიცაა „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“, „დივან სუიტი“, „მარინა კოლიზეუმი“ და „ლეოგრანდი“. წლის ბოლომდე კი ბათუმში ორი მაღალი კლასის სასტუმროს -„პორტა ბათუმი“-სა და ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. აღნიშნული სასტუმროები აჭარას დამატებით 500 განთავსების ადგილს შემატებს”, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics