|
2016-10-05 16:22:19, 1489 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრი: სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს
„ადვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს, ცნობილ მინერალურ წყლებს, ბოსტნეულსა და ხილს“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაო ხუჩენის შეფასებით, შეთანხმების შინაარსი არის ძალიან ყოვლისმომცველი, მაღალი დონის და ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლო. „ჩვენ გვჯერა, რომ ჩინური მხარე დააჩქარებს ქვეყნის შიდა პროცედურების წარმოებას და სულ მალე ჩვენი ურთიერთობები გადავა ახალ სიმაღლეზე“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა. გაო ხუჩენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების სამი რაუნდი და სამი არაოფიციალური თათბირი ჩატარდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმების არსებით შინაარზე ჩამოყალიბდნენ. შეთანხმებაში საუბარია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ნორმატივებზე. მათ შორის, შედარებით ახალ თემებს, როგორიცაა ელექტრონული ბიზნესი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)