20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 11:47:00, 642 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტრო: აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს.

„31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე.
სტაბილურია ასევე 69 წლის, ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.
სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც. მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. „ნიუჰოსპიტალში“ მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics