18:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 13:05:58, 680 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა

 „ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა  მას არ სჭირდება შუამავლები სამინისტროში, რომ თქვენი გასაჭირი შესაბამის უწყებებთან მიიტანოს.  მჯერა, რომ მარტვილისა და აბაშის მოსახლეობა მაგალითს აჩვენებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა რომლის განხორციელებასაც არჩევნების დასრულებისთანავე არის დაგეგმილი.

,,განვლილი 4 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ. ამ გზას ყველაზე კარგად კი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მისი კანდიდატი ოთარ დანელია გააგრძელებს!"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას და მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის უპრეცედენტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

თეა წულუკიანმა 2017 წელს, მარტვილში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთარ დანელიას არჩევნებში წარმატება უსურვა და განაცხადა,

იუსტიციის მინისტრმა რეგიონში ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურიას სახლ-მუზემი, გივი ელიავას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და მარტვილის საკათედრო ტაძარს ესტუმრა.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics