11:47 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 12:23:58, 1386 ნახვა

ეკონომიკა
ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებულ ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით,  ფონდი ტურისტული ინფრასტუქტურის გასავითარებლად ახორციელებს $680 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 8 მასშტაბურ პროექტს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection.

ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.

"ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრენინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის მუდმივი ზრდის ტემპები ითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებას და ახალი სტანდარტების სწრაფ იმპლემენტაციას, რაც იქნება “ტურიზმის განვითარების ფონდის” უმთავრესი მისია",-აღნიშნულია  თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics