11:48 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 16:57:11, 1465 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიდმინარე წლის 26 იანვარს, ქალაქ ანკარაში საბაჟოს საერთაშორისო დღის ეგიდით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მიიღეს.

„მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას, დასახავენ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ადმინისტრაციული დანახარჯების შემდგომი შემცირების ხარჯზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვას.

ვიზიტის ფარგლებში, მიღებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს  შორის.

2016 წლის 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაიმართება საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის ერთობლივი პრესკონფერენცია”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics