21:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 10:37:06, 734 ნახვა

საზოგადოება
ვანსა და ხონში 2017 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს მიწის უფასო რეგისტრაციის შესახებ ესაუბრა და მათ ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დარეგისტრირებისთვის არის აუცილებელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თეა წულუკიანმა ის ადგილი დაათვალიერა სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება:

„ იუსტიციის მინისტრმა დღეს თავად ამცნო მოსახლეობას, რომ ვანსა და ხონში საზოგადოებრივი ცენტის მშენებლობა იგეგმება, სადაც მათ საშუალება ექნებათ სამასზე მეტი სერვისის მომსახურება მიიღონ.მოსახლეობისთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics