|
2016-09-30 17:39:20, 1304 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: საქართველოსთვის ვატიკანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
რომის პაპის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის, კათოლიკური ეკლესიის მეთაური და ამავდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვატიკანი საქართველოს მხარდამჭერია და აღნიშნული ვიზიტი სწორედ ამას გამოხატავს. „აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვატიკანის მხარდაჭერა, როგორც მეგობრული ურთიერთობებისთვის ასევე საქართველოსთან დაკავშირებული საგარეო პრობლემების მოგვარების. ვატიკანი ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას მის მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას დემოკრატიული განვითარებისაკენ. ეს ვიზიტი გამოხატავს სწორედ ჩვენი ძირითადი კურსის მხარდაჭერას“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართელოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)