|
2016-09-30 17:11:00, 1400 ნახვა
ეკონომიკა
მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 486.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2016 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 486.9 მილიონი აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 13.4 პროცენტი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. სებ-ის ცნობით, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეორე კვარტალში წლიურად 2.2-ჯერ გაიზარდა (ძირითადად, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გამო) და 2.2 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 16.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 58.6 პროცენტით გაიზარდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.6 პროცენტით შემცირდა. „მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.6 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.0 პროცენტით გაიზარდა და 515.3 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.6-ჯერ გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა უმთავრესად განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 7.5-ჯერადი მატებით, საიდანაც 1.3 მლრდ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 380.6 მლნ აშშ დოლარი (842.2 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 10.4 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)