|
2016-09-29 15:26:14, 1069 ნახვა
სხვადასხვა
Tass: რუსული საბიუჯეტო ავიაკომპანია თბილისისა და ბაქოს მიმართულებით რეისებს შეასრულებს
რუსულმა საბიუჯეტო ავიაკოამპანიამ “პაბედამ”, რომელიც “აეროფლოტის” ჯგუფში შედის, თბილისსა და ბაქოში რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tass ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით, “პაბედას” თვითმფრინავები დონის როსტოვიდან თბილისის მიმართულებით 1 ნოემბრიდან კვირაში 3-ჯერ იფრენენ, ბაქოში კი 30 ოქტომბრიდან კვირაში 4-ჯერ. სააგენტოს ინფორმაციით, ავიაბილეთის ფასი 999 რუბლი იქნება. ავიაკომპანია “პაბედა” აეროფლოტის ჯგუფის შემადგენლობაში შედის და ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებს. მედია საშუალების ინფომრაციით, კომპანიის პარკში 12 თვითმფრინაია, რომლის საშუალო ასაკი დაახლოებით ერთი წელია. ავიაკომპანია “პაბედა” რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ის 2014 წლის 16 სექტემბერს ავიაკომპანია “დობროლიოტის” ნაცვლად დაარსდა. შეგახსენებთ, კომპანია “დობროლიოტი” მას შემდეგ დაიხურა, რაც ევროკავშირმა მას სიმფეროპოლში შესრულებული რეისების გამო სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)