12:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 11:34:27, 604 ნახვა

პოლიტიკა
მაკრახიძე: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე კომბინატის, ჭალისა და კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა დასაქმების პროგრამა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ასევე, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა და გარემოს დაცვა.

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით, გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

მისივე თქმით, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯო ბესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„აქტიურად დაიწყო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. შეიქმნა მეწარმეობის განვითარების პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება“ რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული “,- აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics