|
2016-09-29 10:21:10, 1309 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მიესალმება
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებული 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის“ შედეგებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია 7 პოზიციით და, საქართველო, 138 ქვეყანას შორის, 59-ე ადგილზეა, - პროგრესს ინდექსში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ყველაზე კომპლექსურად ასახავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2015-2016 წლების ანგარიშით საქართველო 66 ადგილზე იყო, ხოლო 2011-2012 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 88-ე ადგილს იკავებდა, შედეგი 29 პოზიციით გაუმჯობესდა. კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ბევრ ქვეყანას, მათ შორის - რუმინეთს, უნგრეთს, ხორვატიას, უკრაინას, მოლდოვას და სხვებს. „კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა, ეკონომიკური, სოციალური და ბიზნეს კომპონენტები, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, საქონლის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გაუმჯობესებულია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კრიტერიუმების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)