|
2016-09-28 20:04:38, 807 ნახვა
საზოგადოება
ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, თბილისის N1 ღვინის ქარხანაში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ღვინის ფესტივალი "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გაიმართა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ცნობილი და ახალი მცირე მარანი, რომელთაც სტუმრებს საკუთარი ღვინოები შესთავაზეს. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა. „დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში - მცირე მარნების წარდგენა ღვინის მოყვარულებისთვის. მცირე მარნების სეგმენტი ბოლო წლებში ძალიან ვითარდება, რის გარეშეც ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. ის არის ის ნიშა, რაც გვაკლდა ათწლეულების მანძილზე. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომელიც აწარმოებს და ბოთლებში ასხამს ღვინოს, ისინი უკვე ამაყობენ გამორჩეული ხარისხით, ეს იზიდავს ღვინის ტურისტებს და ღვინის მოყვარულებს" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. ფესტივალს ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა, რომელმაც დამსწრეებს დეტალურად გააცნო წარმოდგენილი მარნების ისტორია, ისაუბრა ვენახების და ღვინოების შესახებ. „აქ წარმოდგენილია ის მარნები, რომლებიც ბოლო 2 წელია გამოვიდნენ ასპარეზზე და თავიანთი პროდუქცია გაიტანეს ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე და უკვე წარმატებით ყიდიან ღვინოს. მათი უმრავლესობა „ახალი ღვინის ფესტივალის" მონაწილეებიც იყვნენ, პირველად იქ გაისინჯა მათი ღვინოები. მათ შეიძლება ღვინო ცოტა ჰქონდეთ, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. დღევანდელი ფესტივალიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს მათ ღვინოს" - აღნიშნა მალხაზ ხარბედიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს "ქართული ღვინის კვირეული" გაიმართება. (NS)
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)