12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:08:26, 996 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება

გიორგი ვაშაძის პარტია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში რჩება, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის გუნდში რჩება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბურჭულაძის ბლოკიდან მიიღებს.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ძალებით ბრძოლა. გუნდი, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, მზადაა გააგრძელოს ბრძოლა", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გადაწყვეტილებას წინ "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ახალი საქართველოს" ლიდერებს შორის რამდენიმე საათიანი კონსლუტაციები უძღოდა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე ”ახალი მემარჯვენეები” რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics