|
2016-09-27 20:05:08, 619 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში ელექტროფიკაციის, კომბინატის და თედოწმინდის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩველს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. “2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა მაკრახიძემ. მისივე თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. „შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ოჯახებს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ენიჭებათ განსხვავებული სარეიტინგო ქულები და ისინი იღებენ სხვადასხვა რაოდენობის სოციალურ დახმარებას. 57 000 ქულიდან 65 000 ქულამდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა ზედა ზღვარი. 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით”, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)