|
2015-03-13 17:49:47, 927 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე ისაუბრა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება. მინისტრის განცხადებით, ამის განმსაზღვრელ ფაქტორებად Moody’s-მა დაასახელა საქართველოში: მყარი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა; პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში; ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და აქედან გამომდინარე ევროსტანდარტებთან დაახლოება იქნება დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა დაბალია და საკმაოდ შეღავათიანი მომსახურების პირობებით გამოირჩევა. DSFTA არის საკმაოდ დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ამასთან საექსპორტო პოტენციალის განვითარების კარგ პერსპექტივას სახავს, რაც საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. ანგარიშში ასევე მოცემულია განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება გააუარესოს საქართველოს რეიტინგი: იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს აქვს პოზიტიური პერსპექტივა, ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის რეიტინგის შემცირება. თუმცა, პერსპექტივის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო მოწყვლადობამ ან გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და საგარეო პოზიციაზე. ნოდარ ხადურმა ასევე ჩამოთვალა Moody’s რეიტინგები მეზობელ და სხვა ქვეყნებისთვის: რუსეთი (Ba1/Negative) - გაუარესებულია; აზერბაიჯანი (Baa3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა; სომხეთი (Ba3/Negative) - გაუარესებულია; მოლდოვა (B3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა; უკრაინა (Caa3/Negative) - გაუარესებული.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)