|
2016-09-26 17:29:07, 1188 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საარჩევნო პროცესში სათანადო როლი შეასრულონ
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩაში იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები, დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული. კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საარჩევნო პროცესში სათანადო როლი შეასრულონ: "როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)