|
2016-09-26 11:03:02, 4067 ნახვა
კულტურა
ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” უნგრეთისა და სლოვაკეთის ფესტივალებზე გამოვა
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” ევროპის ორ დიდ ფესტივალში იღებს მონაწილეობას 2016 წლის შემოდგომას. თბილისის მერიის ინფორმაციით, 29 სექტემბერს 21:00 საათზე პრაღაში (უნგრეთი) “La Fabrika”-ს დარბაზში საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი. მათივე ცნობით, ფესტივალი წელს პირველად იმართება და ჯგუფისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა მასში მონაწილეობის მიღება, რადგან მსმენელის წინაშე წარსდგება ისეთი ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton”, “Jazzation”, “Yellow Sisters” და ა.შ. 30 სექტემბერს 20:00 საათზე ქალაქ ტრნავაში (სლოვაკეთი) საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ZOOM + ფარგლებში ასევე გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი. ფესტივალი 2008 წლის შემდეგ იმართება ყოველწლიურად და სლოვაკეთის ყველაზე მაშტაბურ ფესტივალად ითვლება. ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” ჩამოყალიბდა 2012 წელს და მას შემდეგ ჯგუფის წარმატება და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შემოქმედების ყველა ასპექტი: ხმა, ინტონაცია, ბალანსი, დინამიკა, სირთულე, შესრულების მანერა და ა.შ. სახტად ტოვებს მსოფლიოს ნებისმიერ მსმენელს. საზღვარგარეთ ჯგუფს ფენომენალურს და უნიკალურს უწოდებენ, რომლის მსგავსიც არ მოიძებნება მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო არაერთ უმნიშვნელოვანეს კონკურსსა და ფესტივალში (“International A Cappella Contest Leipzig” გერმანია, “VOKAL.TOTAL” ავსტრია, “Tampere International A Cappella Festival” ფუნეთი; “Harmony Sweapstakes A Cappella Festival” ამერიკა და ა.შ.) და არცერთი მათგანიდან არ დაბრუნებულა წარმატების გარეშე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ მუსიკას საერთაშორისო სცენაზე. სწორედ ამ წარმატებების შედეგია ის, რომ დღესდღეობით არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, არამედ აზიის მრავალ ქვეყანაშიც ვოკალური პოლიფონიის მსმენელი და ასევე ამ ჟანრში მონაწილე ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიცაა “New York Voices”, “Manhattan Transfer”, “Real Group”, “Rajaton”, და ა.შ კარგად იცნობენ “The Quintessence”-ის შემოქმედებას და ქართულ პოლიფონიას. (NS)
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)