05:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 18:16:51, 803 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ჩუგოშვილი და პარტიის წევრი სოფო ქაცარავა ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„განსაკუთრებით გავაცანით ის, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია იყოს მაქსიმალურად მშვიდი და სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის საარჩევნო გარემო, რამდენად კონკურენტული, თავისუფალია. ასევე, როგორი არის მედია გარემო ამ კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვთხოვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილებას ამ კამპანიის შვიდობიანად ჩატარებაზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics