03:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 16:24:34, 817 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: როყიო განცხადებები არის სტილი, რომელიც “რესპუბლიკურ პარტიას” ახასიათებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკი განცხადებით, "რესპუბლიკურ პარტიას" როყიო სტილის განცხადებები ახასიათებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "რესპუბლიკელებმა" კოალიციაში ყოფნის დროს უმრავლესობა სკანდალის წინაშე ბევრჯერ დააყენეს.

„ცივილურ გაყრაზე საუბრობს, საკმაოდ ცივილურად გავეყარეთ უბრალოდ ამ გაყრის შემდეგ არ არის საჭირო ისეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. შეიძლება რაღაც დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ რაღაც შეცდომებიც უნდა ვაღიაროთ ალბათ. ამპარტავნებისგან მართლაც უნდა გავთავისფლდეთ. სწორედაც ეს სიტყვა მატყუარა, სიცრუე, ჯერ ერთადაც რომ ვიყავით და საკმაოდ სერიოზულ კანონპროექტებზე ვმუშაობდით, მაშინაც ძალიან ბევრჯერ მომიხდა ვითარების გადარჩენა, რომ ეს შეხლა-შემოხლა სიტყვიერი არ გადაზრდილიყო გარკვეულ სკანდალში. ბევრჯერ დაგვაყენეს ამის წინაშე. საერთოდ ეს როყიო განცხადებები არის სტილი, მეთოდი, რომელიც ახასიათებს “რესპუბლიკურ პარტიას”, -განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის და გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი გაასაჯაროვა, სადაც ის პარტიების ცივილური გაყრის აუცილებლობაზე საუბრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics