03:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 13:41:24, 717 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე  კათოლიკური ეკლესიის მრევლსა და ოზურგეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.  

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ ვართ ის ერი, სადაც ერთი ლამაზი ცის ქვეშ, ერთი ლამაზი მზის ქვეშ მშვიდობიანად,  სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში. ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი ხელისუფალი და ვერცერთი არჩილ თალაკვაძე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შემდეგი შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ შრომაში გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლათ გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ არ უტყდებიან საკუთარ თავს. დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს და განსაკუთრებულად ემზადება სწრაფი განვითარებისთვის. ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მედიაზე ზეწოლა და საკუთრების წართმევა აღარ არის სალაპარაკო და ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics