|
2016-09-22 19:41:16, 1283 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: გასულ კვირას გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
"რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გასულ კვირას გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გამოძიება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს. "იმის მიუხედავად, ვინ ვის რას დააბრალებს, ნიკა გვარამიას დააბრალებენ, რომ მან თავად დადო ჩანაწერი, თუ გვარამია იტყვის, რომ ხელისუფლებამ დადო ჩანაწერი ამით მთავარი არ იცვლება, ის რომ სატელევიზიო სივრცეში 2 ადამიანის კერძო ლაპარაკი გამოქვეყნდა. ასეთი ტიპის საქმეებზე ყოველთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ვიდრე ის არ დადებს დასკვნას, რომელიც არავისში ეჭვებს არ აღძრავს. სახელმწიფო ვალდებულია ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას. დაუმტკიცონ ნიკა გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი. არ შეიძლება ხელისუფლება გელაპარაკებოდეს ზეპირად, როდესაც მას ხელში უჭირავს გამოძიების ყველა საშუალება", - განაცხადა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ გავრცელდა პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)