|
2016-09-20 14:00:53, 1297 ნახვა
ეკონომიკა
რატომ ონლაინ განვადება?
ონლაინ განვადება ყველაზე მოსახერხებელი გზაა სასურველი ნივთის შესაძენად. ონლაინ განვადების შემთხვევაში არ გიწევთ სრული თანხის გადახდა, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. თუ თქვენი თვიური შემოსავალი ძირითადად გადანაწილებულია გადასახადებზე და არ გრჩებათ საკმარისი თანხა, თქვენთვის სასურველი ნივთის შესაძენად, საუკეთესო საშუალებაა ონლაინ განვადების სერვისით ისარგებლოთ. ის თანხა რაც ერთიანად უნდა გადაგეხადათ, რის შემდეგაც სავარაუდოდ ვერ შეასრულებდით სხვა ფინანსურ ვალდებულებებს, გადანაწილდება რამდენიმე თვის განმავლობაში და პრობლემაც მოგვარდება. თუმცა, სანამ რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას დაუკავშირებდეთ თქვენს ,,ბედს,“ შეამოწმეთ საპროცენტო განაკვეთი და კარგად გადახედეთ ხელშეკრულებას, სადაც უნდა იყოს ღნიშნული თუ რამდენს იხდით დამატებით იმ ნივთში, რასაც ყიდულობთ. თუ ძირითადი და საპროცენტო განაკვეთი გაერთიანებულია, მისი გამოთვლა შესაძლებელია მარტივად, პროდუქტის ძირითადი ფასის გამოკლებით. ხშირად, საბანკო სექტორი მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ განვადება არის უფასო სერვისი. მაღაზიების უმეტესი ნაწილი ბანკებთან თანამშრომლობს და მომხმარებელს სთავაზობს ნივთების შეძენას, არა მხოლოდ ერთიანი გადახდით, არამედ განვადებითაც. ზოგიერთი მაღაზია არ ერიდება იმის თქმას, რომ პროდუქტს ყიდის წლიური 0% - იანი საპროცენტო განაკვეთით. რა თქმა უნდა ეს, ასე არ არის და შემდეგ, როცა ბანკთან მოგიწევთ ურთიერთობა, აღმოაჩენთ რომ, არც ისე დაბალი საფასურის - მომსახურების საკომისიო გაქვთ გადასახადი. ახლა კი ისევ, ონლაინ განვადებას დავუბრუნდეთ. როდესაც რომელიმე კომპანიის შიდა განვადებით სარგებლობთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენად სწრაფი და ეფექტურია ის. ონლაინ მაღაზია HIPPO მომხმარებელს შიდა განვადებას სთავაზობს, რაც ბევრად მოსახერხებელია ვიდრე სხვა განვადება. რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, ნივთს სახლიდან გაუსვლელად იღებთ და HIPPO - სთან ონლაინ განვადების ხელშეკრულებასაც ნივთის მიღების შემდეგ აფორმებთ. HIPPO - ში შიდა განვადებით სარგებლობა 18 წლიდან არის შესაძლებელი. თუ თქვენ დასაქმებული ხართ და შეგიძლიათ ონლაინ განვადების დაფარვა ყოველთვიურად, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ჩვენს ვებგვრედზე HIPPO.ge და შეავსოთ განაცხადი. თუმცა, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ჩვენთან საჭირო არ არის. განაცხადის შევსების შემდეგ კი, რამდენიმე წუთში ონლაინ განვადების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპერატორისგან მიიღებთ შეტყობინებას. გარდა ონლაინ განვადებისა HIPPO სხვა სერვისებსაც გთავაზობთ. პირველად საქართველოში, მომხმარებელს შეუძლია იქირაოს მისთვის სასურველი ავეჯი ან ტექნიკა. ეს ნიშნავს იმას რომ, თუ თქვენ დროებით გადადიხართ სხვა სახლში და არ გსურთ დამატებითი თანხის გადახდა ავეჯში, შეგიძლიათ HIPPO.ge - ზე შეავსოთ ონლაინ განაცხადი და იქირაოთ ავეჯი 1 დღიდან. ასევე თუ მიდიხართ სამოგზაუროდ ან უბრალოდ გადაღებას გეგმავთ, თქვენ შეგიძლიათ, არ შეიძინოთ ძვირადღირებული ტექნიკა და დახარჯოთ ზედმეტი.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)