19:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:02:04, 699 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრას მთელი სოფელი ესწრება. მჯერა, მართებულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ იმ გუნდს, ვისაც თქვენი ხმა, თქვენი ინტერესები და მომავალი შეიძლება ანდოთ. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავისუფლება, რომელიც ერთად დავიბრუნეთ, მივაღწიოთ სწრაფ განვითარებას და მეტ კეთილდღეობას. ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღიურად, როცა წინსვლა გაგრძელდება”, - მიმართა თალაკვაძემ ამომრჩევლებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics