07:56 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:45:34, 1415 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე ტენდერს აცხადებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. სატენდერო წინადადებების მიღება მოხდება 2016 წლის 12 დეკემბერს 9:00  საათიდან 18:00 საათამდე. გამარჯვებულ პრეტენდენტს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება გადაეცემა 10 წლის ვადით.

ტენდერთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე - www.mof.ge,  ასევე, უშუალო მისამართზე - lottery.mof.ge

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics