01:06 - 14 Aug, 2026
|
2016-09-16 13:40:00, 1097 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა
ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ძირითადი გამოძახებები ჭაობის დასახლებიდან არის, რომელიც ძლიერი წვიმის დროს, ყველაზე ხშირად იტბორება. არსებული ინფორმაციით, ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია. წყალმა პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისიც დატბორა. ბათუმში დილიდან წვიმს. სამაშველო სამსახურსა და სახანძროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 50-მდე ზარია შესული. ცნობისთვის, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)