14:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 10:57:25, 583 ნახვა

პოლიტიკა
სავალან მირზოევი ამომრჩევლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, სავლან მირზოევი ამომრჩევლებს სოფელ კალინინოსა და სოფელ ნაზარლოში შეხვდა. თავდაპირველად დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო C ჰეპატიტის პროგრამას. ამ პროგრამით გარდაბნის რაიონის რამდენიმე მცხოვრებიც სარგებლობს.

სოფელ კალინინოში კი, ამომრჩევლებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დაუსვა კითხვები. საუბარი მცირემიწიან ფერმერთა პროგრამასა და მიწების რეგისტრაციის გამარტივებულ წესს შეეხო. მირზოევმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რა დოკუმენტაციაა საჭირო მიწის ოფიციალურად გადასაფორმებლად. გარდა ამისა, სავალან მირზოევმა ამომრჩეველს კოოპერატივების და მასში გაერთიანებული ფერმერების უპირატესობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics