|
2015-03-12 11:38:57, 452 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: თემა, რომ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით პრაღაში კულუარულად ხდება გარიგება, უსაფუძვლოა
ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით პრაღში, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისივე მტკიცებით, უსაფუძვლოა საუბარი, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემასთან დაკავშირებით პრაღაში კულუარულად რაიმე გარიგება ხდება. "ჯერ ზოგადად კლომენტარს არ გავაკეთებ.ჩამოვყალიბდებით, გავეცნობით, სასწრაფო იქ არაფერი არ არის, ჩამოვყალიბდებით და შემდგომ გამოჩნდება ჩვენი პოზიცია როგორია იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინდელ თავის კომენტარებში ახსენა. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით. ზოგადად, პრაღაში ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და არც რაიმე ვალდებულებებს ვიღებთ.ასე რომ, ის თემა, რომ იქ რაღაც კულუარულად ხდება გარიგება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ დეტალურ ონფორმაციას ვაწვდით ყველა ორგანიზაციას, უწყბას, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს რუსეთის თემასთან. ამ ჩვენს დიალოგს ესწრება და მონაწილობას იღებს ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელი. ასე რომ, ყველა საქმის კურსშია დეტალურად რაზე ვსაუბრობთ იქ. რკინიგზის თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმიმდინარეობს",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რკინიგზის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების შედეგად უნდა მიიღონ. მისივე განმარტებით, რუსეთი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის აღდგენის შესახებ კონსულტაციებისთვის მზადაა.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)