|
2016-09-13 11:27:06, 1806 ნახვა
მსოფლიო
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვას ითხოვს
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ევროპული ღორებულებების უგულვებელყოფის გამო უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას ითხოვს, - ამის შესახებ ლუქსემბურგის მთავარმა დიპლომატმა გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც დიპლომატი აცხადებს, “ის, ვინც უნგრეთის მსგავსად, ომის გამო გამოქცეული ლტოლვილების წინააღმდეგ ღობეს აშენებს ან ზღუდავს პრესის თავისფლებასა და სასამართლოების დამოუკიდებლობას, უნდა იყოს დროებით, ან უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამოს გარიცხული ევროკავშირიდან”. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების ერთადერთი გზა. ჟან ასელბორნმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ასელბორნის თქმით, უნგრეთში ლტოლვილებს “ცხოველებივით ექცევიან”. “ღობე, რომელსაც უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად აშენებს, ხდება სულ უფრო გრძელი, მაღალი და საშიში. ქვეყნის ხელისუფლება შორს არ არის იქიდან, რომ გასცეს ბრძანება ლტოლვილებისთის ცეცხლის გახსნის შესახებ”, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)