|
2015-03-11 19:49:17, 905 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით არც ერთი ინვესტორი არ გასულა
"ენერგეტიკის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, არც ერთი ინვესტორი ქვეყნიდან არ გასულა“,-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ „რუსთავი 2“-ის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისში რამდენიმე ბრენდული კომპანიის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვებას ეხებოდა. მინისტრის მტკიცებით, ყველა მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებაც დაწყებული იყო, გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობას" არ აინტერესებს რეალობაში რა ხდება, მათთვის რეალური იყო მხოლოდ ის ვირტუალური საქართველო, რომელიც მათი ტელევიზიების საშუალებით, მათი ბინძური პროპაგანდის საშუალებით იყო შექმნილი 9 წლის განმავლობაში. არ მინდოდა საუბარი 9 წელზე, მაგრამ მიხდება მაინც საუბარი. ამიტომ რაც შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით არის ის, რომ რეგიონში არის რთული მდგომარეობა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციები, დაარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს ამ კუთხით ძალიან სწორი მიდგომა. ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა, იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიციები განხორციელდეს. ენერგეტიკის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, არც ერთი ინვესტორი არ გასულა. ყველა მსხვილი პროექტი, რაც დაწყებული იყო გრძელდება. იწყება ახალი პროექტები, და სხვა ბევრი საინტერესო პროექტები“,-განაცხადა კახი კალაძემ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)