|
2016-09-10 11:23:39, 1219 ნახვა
კომენტარი
იმერლიშვილი: იმედი მაქვს, ნდობა, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება
დიდი იმედი მაქვს, რომ შერყეული ნდობა, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დანიშნულმა მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადო. ამასთან, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მოსამართლეები მხოლოდ სასამართლოს დარბაზებში ისაუბრებენ და არა - საჯაროდ. "იმედი მაქვს, აღარ იქნება ტელევიზიით საუბარი მოსამართლეების, არამედ მოსამართლეები ისაუბრებენ მხოლოდ დარბაზებში გადაწყვეტილების მიღებისას", - აღნიშნა იმერლიშვილმა. ირინე იმელიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან. ცნობისთვის, პაპუაშვილი და ვარძელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნული და უფლებასმოსლების ვადა ამოეწურათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)