22:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 17:31:14, 721 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება ნათელ გზავნილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციიის გზას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. 

„საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს წევრობისკენ მოამზადებს და მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თავსაზრისით . მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო, რომ ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მზად არის გავგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარმოადგენილი ბრიუსელის სამიტზე. თავის მხრივ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics