23:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 10:21:47, 684 ნახვა

საზოგადოება
პირველმა ლედიმ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მეუღლეები მიიღო

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს პრეზიდენტის სასახლეში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მეუღლეებს საუზმეზე უმასპინძლა.

მაკა ჩიჩუამ სტუმრებთან ერთად სასახლეში ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული ნამუშევრების და ფოტოების  გამოფენა დაათვალიერა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერაა შესრულებული.

შეხვედრის ბოლოს პირველმა ლედიმ სტუმრებს ძველი ქართული ტრადიციული სამოსის აქსესუარი - ყაბალახი უსახსოვრა.

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სტუმრებს პრეზიდენტის მრჩევლებთან და მთავრობის წევრების მეუღლეებთან ერთად უმასპინძლა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics