|
2016-09-06 16:33:23, 2274 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის აეროპორტმა კომპიუტერული სისტემის ხარვეზისა და საპროტესტო აქციის გამო მუშაობა შეაჩერა
ლონდონ სიტის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მუშაობის შეჩერების მიზეზები British Airways კომპიუტერული სისტემის ხარვეზი და საპროტესტო აქცია გახდა. კერძოდ, მოძრაობის “ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” აქტივისტებმა აეროპორტის ერთადერთი ასაფრენი ბილიკი დაიკავეს. მედიის ინფორმაციით, 10-მდე ადამიანმა, რომლებიც ერთმანეთთან ხელბორკილებით იყვნენ დაკავშირებულები, ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა და ასაფრენი ბილიკი გაათავისუფლა. თუმცა კომპიუტერულ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო აეროპორტის მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. ავიაკომპანია “ბრითიშ ეარვეისმა” შექმნილი სიტუაციის გამო მგზავრებს ბოდიში მოუხადა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)