20:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 12:02:45, 1796 ნახვა

სამართალი
ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს. ლევან პატარქალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, ვინაიდან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ბადრი ნათობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ სოსო ჯოხაძეს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics