11:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 12:41:00, 724 ნახვა

პოლიტიკა
მცხეთის საკრებულოს წევრები დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან და მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერენ

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ პიროვნულად მას და არა „ქართულ ოცნებას“.

როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი.

„მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსული საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი, ნდობას ვუცხადებთ დამუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით „ქართულ ოცნებას“ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ვემიჯნებით არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ მიუკუთვნებიან სხვა რომელიმე პარტიას, მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“, -განაცხადა საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღევანდელ ბრიფინგს არ შეუერთდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics