|
2016-09-02 18:11:02, 1295 ნახვა
კომენტარი
მამუკა არეშიძე: სომხეთში კოლეგებმა მითხრეს, რომ სარგსიანმა არ იცოდა აფხაზების იქ ყოფნის შესახებ
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ყარაბაღში, „დამოუკიდებლობის დღესთან“ დაკავშირებით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის ე.წ. აფხაზეთის დელეგაციასთან შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის. „ამ ფაქტთან დაკავშირებით ერევანში ჩემს კოლეგებთან დავრეკე და სიტუაციის გარკვევა ვცადე. მათ მითხრეს, რომ წარდგენა მოულოდნელად მოხდა და სერჟ სარქისიანმა არც იცოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენო და სომხეთის პრეზიდენტი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილა. დავიჯერე თუ არა ეს ყველაფერი, მეორე საკითხია. ასე თუ ისე, ამ ფაქტის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სომხეთის მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სერიოზული ნოტა უნდა მიიღოს. ვიცი, რომ აქაური სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობა წერილს ამზადებს სიტუაციის ასახსნელად. ეს მეორე შემთხვევაა. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მკაცრი და ჩვენს სიმართლეს სერიოზულად უნდა მივდიოთ. თუმცა, არ მგონია, ეს ყოველივე საქართველოსთვის სახიფათო იყოს. სომხეთში ძალიან დაძაბული ვითრებაა. საზოგადოება ორადაა გაყოფილი და არის რადიკალური განყობებია იგივე რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი სახიფათო არაა“, - აცხადებს არეშიძე. შეგახსენებთ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავს. როგორც ირკვევა, საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ე.წ. დელეგაცია აფხაზეთიდანაც ჩავიდა. „დელეგაციას" ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" 25 წელი მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)