20:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:46:46, 674 ნახვა

საზოგადოება
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი სექტემბრის ბოლოს მოეწერება

პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა.

სხდომას კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ასევე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე - დელონე, ხოლო ფრანგული მხრიდან - ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები - ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, კომისიის წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და, ასევე, ლევილის მერი - ერიკ ბრევი ესწრებოდნენ.

სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელი ტექნიკური დეტალები.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბერის ბოლო დეკადა დასახელდა. ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics