|
2016-09-01 16:44:41, 1646 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ფარმწარმოების და კლინიკური მიმართულებით ბელარუსთან ურთიერთობას გავაფართოვებთ
„ორი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას, იქნება ფარმწარმოება და კლინიკური მიმართულება“, - აღნიშნული განცხადება დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საგამოფენო სივრცე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, დელეგაციის წევრებს გაესაუბრა და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო. მინისტრის განცხადებით, საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობა ორი მიმართულებით გაღრმავდება. „მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე - კლინიკური მიმართულება - ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)