09:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:10:20, 793 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა ერთი თქვას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “GDS”-ის გადაცემაში აჭარაში წინასაარჩევნოდ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველამ მშვენივრად იცის თუ ვინ მიაღწევს რეგიონში წარმატებას.

„მე დავით ბერძენიშვილის, დავით თარხან-მოურავსა და ლევან ვარშალომიძეს შორის გამოკვეთილ ლიდერს ვერ დავასახელებდი - სამივე ერთი დონისაა. ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა, ერთი თქვას. ვარშალომიძე ამბობს, რომ აჭარა გაჩერებულია და კითხეთ, რა გაკეთდა მის დროს. ზოგადად, ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებსაც არჩევნებზე განაღდებული აქვთ ბოლო ადგილი, გამოდიან და ამბობენ, რომ გაიმარჯვებენ. ამ მხრივ, რიტორიკას ვერავის დავუწუნებთ. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის აჭარაში ვინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს. გადაცემას რეგიონებიდან ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი წაიყვანენ. პირველი გადაცემა დღეს აჭარიდანაა დაგეგმილი. სატელევიზო პროექტის ფარგლებში ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდება. თუმცა, ცნობილია, რომ მედიის გარდა, კითხვების დასმის საშუალება რიგით მოქალაქეებსაც მიეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics