08:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 19:37:52, 789 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჰერეთისკარის, საქობოს, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, თამარიანის და ჭიაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო. მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელდეს.

„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს; იგება გზები, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობის და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყვარელისა და ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი, რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics