01:36 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:58:00, 1650 ნახვა

სამართალი
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი ხუციშვილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლითონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით.

„საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია  სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics