|
2016-08-30 14:22:18, 1428 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც დემურ სტურუას ოჯახის წევრები ხელს ადებდნენ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება
ვიცე-პრემიერის კახა კალაძეს განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ არ უნდა მომხდარიყო. როგორც მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა მიხედვითაც სამართალდამცველებმა იმოქმედეს. „როგორც ვიცი, გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ეს მძიმე ფაქტი მოხდა. ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები, პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)