04:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 10:55:13, 626 ნახვა

პოლიტიკა
სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერადიგი  თბილწყაროს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა.

 მოსახლეობა მიწის რეგისტრაციით დაინტერესდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 „საბედნიეროდ, ხელისუფლების კეთილი ნებით, მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამ გამარტივებული წესით უნდა ისარგებლოთ ყველამ და მიწას, რომელსაც ათეულიწლებია უვლით, დაირეგისტრიროთ",-აღნიშნა სავალან მირზოევმა.

 ახალგაზრდების ინიციატივით  ასევე გაიმართა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა მათთან.

„ინტერესით ველოდებოდი თქვენთან შეხვედრას. ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩევიან კრეატიული იდეებით და მინდა, თქვენგან მოვისმინო, როგორ ხედავთ ჩვენირაიონის განვითარების გზებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს აქედან წასვლის სურვილი აღარ ჰქონდეთ",- მიმართა სავალან მირზოევმა ახალგაზრდებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics