03:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:39:39, 597 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს

მზად ვარ, კონკრეტული საკითხებზე სასაუბროდ და ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ  ერთად ვაპირებთ მუშაობს,- ამის შესახებ საკრებულოში დედაქალაქოს მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.  

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიამ გამხმარი ხეების თაობაზე საზოგადოებრივ სექტორთან დაიწყო მუშაობა 

„საკრებულოში წარმოვადგენ ანგარიშს გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯების შესახებ. ჩვენ პირველად მივიღეთ ქალაქში მასობრივი გამწვანების დოკუმენტი, მხოლოდ ამ წლის შემოდგომაზე 79 ათასამდე ხე დაირგვება. შერჩეულია ადგილი, შერჩეულია ნერგები. ასევე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სკვერების გაშენების თაობაზე. გოთუაზე გავაკეთეთ სკვერი. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივ სექტორთან გამხმარი ხეების ჩანაცვლების თაობაზე“, - აღნიშნა ნარმანიამ.  

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და საკრებულოს გაეგზავნა თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის დოკუმენტი.

„საჭიროა დავიწყოთ ამ სამსახურის რეორგანიზაცია“, - აღნიშნა ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics