|
2016-08-24 16:47:32, 873 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებაზე მსჯელობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებაზე მსჯელობს. სხდომას საარჩევნო კომისიის წევრი პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან, ხოლო პარტიების ზოგიერთ წარმომადგენელს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რადგან ისინი წევრები არ არიან და არც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. ცნობისთვის, "ახალი მემარჯვენეები" და "პატრიოტთა ალიანსი" ითხოვს, რომ საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე წილისყრა არ ჩატარდეს. აღნიშული პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მინიჭებული აქვთ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგად საარჩევნო ნომერი და გასულ წლებშიც ამ ნომრით იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. "რესპუბლიკური პარტიის" წევრები კი ითხოვენ სწორედ წილისყრით მოხდეს საარჩევნო ნომრების მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)