|
2016-08-24 15:06:38, 963 ნახვა
რეგიონი
ქარელის მუნიციპალიტეტს 24 სთ-იანი წყალმომარაგებაა ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის მაგისტრალური მილსადენი თავისი განშტოებებით (ჯამური სიგრძით 4890 მეტრი). ამჟამად წყალსადენი ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის მაისში და იწყო და მიმიდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტეზე, რომლის ღირებულება, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 500 ათასი ლარია, 50-მდე ადამიანია დასაქმებული. ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალი 10 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)