|
2016-08-24 09:51:31, 707 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დიდი მადლობა სუს-ს, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე აღკვეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის. კვირიკაშვილის თქმით, სუს-ის მთელმა გუნდმა, რომელიც ტერაქტის აღკვეთის საქმეში იყო ჩართული, ქვეყანას ძალიან სერიოზული საფრთხე ააცილა თავიდან: „მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა, ვისარგებლო ტრიბუნით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა მომავალშიც აუცილებელი იქნება, ვინაიდან, რეგიონში უამრავი გამოწვევაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“,- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)